Tbilsi State Conservatoire
DSpace   | Login |
   Georgian  English
 
 TSC Repository

მოგესალმებით!

საქართველოში პირველ ელექტრონულ მუსიკალურ ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ იხილოთ თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელომწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში დაცული მასალები: სანოტო ლიტერატურა და წიგნები. ჩვენს ვებ-გვერდზე არსებული წიგნადი ფონდი შეიცავს, როგორც სახელმძღვანელოებს სხვადასხვა მუსიკალურ დისციპლინებში (ჰარმონია, პოლიფონია, ფორმის ანალიზი და ა.შ.), აგრეთვე ლიტერატურას ფოლკლორსა და სასულიერო მუსიკაზე, მონოგრაფიებს, წიგნებს ხელოვნების მომიჯნავე დარგების შესახებ. სანოტო ლიტერატურის ფონდში თავმოყრილია საოპერო და სიმფონიური მუსიკის კლავირები და პარტიტურები, კამერულ-ვოკალური და კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკა, საგუნდო მუსიკა და ა.შ.

ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ყოველი ეგზემპლარი წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკის საკუთრებას. ინტერნეტში განთავსებული მასალის გამოყენება ნებადართულია. მასალის გამოქვეყნების შემთხვევაში გთხოვთ დაასახელოთ წყარო - თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ელექტრონული მუსიკალური ბიბლიოთეკა.

ელექტრონული მუსიკალური ბიბლიოთეკის ზოგიერთი კოლექცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ბიბლიოთეკის შიდა მოხმარების ქსელში, მათზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ დარეგისტრირებული მომხმარებლისთვის. ბიბლიოთეკის შიდა მოხმარების ქსელში განთავსებული მასალის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის.

 

 

Valid XHTML 1.0! Copyright © 2012, TSC  - Feedback Copyright © 2002-2010
DSpace Software
Duraspace